საზოგადოება: გამოკითხვა: პუტინს რუსების 45%, ხოლო მედვედევს - 37% ენდობა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ფსა-ის წინა გამოკითხვის თანახმად, რომელიც დეკემბრის პირველ ნახევარში ჩატარდა, რესპონდენტთა 39%-მა უპასუხა, რომ მედვედევს ენდობა, 31% - ნაწილობრივ ენდობა, ხოლო 25% - არ ენდობა. პუტინს მაშინ 44% ენდობოდა, 28% - ნაწილობრივ ენდობოდა, ხოლო 24% - არ ენდობოდა. სოციოლოგთა მონაცემებით, 22 დეკემბრის მდგომარეობით „ედინაია როსიას“ რეიტინგი 36%-ს შეადგენს, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიისა - 14%, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა - 11%, „სამართლიანი რუსეთისა“ – 10%, „იაბლოკოსა“ – 1%, „რუსეთის პატრიოტებისა“ – 1%-ზე ნაკლებს. ფსა-მ 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის რეპრეზენტაციული გამოკითხვა ჩაატარა და რუსეთის ფედერაციის 43 სუბიექტში 100 ქალაქისა და სოფლის დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლები გამოკითხა. სტატისტიკური შეცდომა 3.6%-ს არ აღემატება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4198.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:24 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.