შოუ-ბიზნესი: რიანამ ავტორიტეტული ჩარტის რეკორდი დაამყარა | მსოფლიოს ამბები | ||
პოპ-მომღერალ რიანას კომპოზიცია „We Found Love“ ამერიკულ ჩარტში 2011 წლის ყველაზე წარმატებული ტრეკი გახდა. წლის ბოლოსწინა კვირის შედეგებით, ეს სიმღერა ზედიზედ მერვეჯერ აღმოჩნდა Billboard-ის ჰიტ-აღლუმის პირველ ადგილზე. ოდნავ უფრო ნაკლები წარმატებით აღინიშნა მომღერალ ადელის კომპოზიცია „Rolling in the Deep“, რომელიც ამერიკული ჩარტის სათავეში შვიდი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ექვსი კვირის განმავლობაში ტოპში ლიდერობდნენ ლედი გაგას „Born This Way“ და LMFAO-ს „Party Rock Anthem“. კიდევ ერთი კვირით ნაკლები დრო სიმღერების ჰიტ-პარადის პირველ ადგილზე გაატარეს კეტი პერის „E.T.“-მ და ადელის „Someone Like You“-მ. 2011 წლის ბოლოსწინა კვირის შედეგებით, სიმღერების ჰიტ-აღლუმის მეორე სტრიქონი უკავია LMFAO-ს „Sexy And I Know It“-ს, ხოლო მესამე გახდა ბრუნო მარსი სიმღერით „It Will Rain“. ალბომების ჩარტში ლიდერობა კვლავ მაიკლ ბუბლეს დისკ „Christmas“-ს უკავია. მეორე სტრიქონზე დებიუტი მოახდინა The Black Keys-ის ალბომმა „El Camino“. ლიდერთა სამეულს ასრულებს 2011 წლის ყველაზე გაყიდვადი დისკი - ადელის „21“. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4195.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 20:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.