პოლიტიკა: დიდი ბრიტანეთი შეიძლება დაიშალოს | მსოფლიოს ამბები | ||
დიდი ბრიტანეთისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში ერთიანი სახელმწიფოს სახით არსებობის შეწყვეტის რისკი არსებობს. ამის შესახებ განაცხადა მინისტრთა ბრიტანული კაბინეტის გენერალურმა მდივანმა გუს ო’დონელმა ხუთშაბათს, 22 დეკემბერს, გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც მან The Daily Telegraph-ს მისცა. „უახლოეს რამდენიმე წლის განმავლობაში უზარმაზარ პრობლემებს შევეჯახებით, მაგალით იმას, შევძლებთ თუ არა ჩვენი სამეფოს ერთიანი სახით შენარჩუნებას“, - აღნიშნა ო’დონელმა, გადმოსცემს „ინტერფაქსი“. მანამდე შოტლანდიის პრემიერ-მინისტრი ალექს სელმონდი საზეიმოდ დაპირდა რეფერენდუმის გამართვას 2016 წლამდე რეგიონის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მაისში შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ გაიმარჯვა არჩევნებში სტორმონში (შოტლანდიური პარლამენტი), მიიღო რა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა, რამაც შოტლანდიაში სეპარატისტული განწყობის ამაღლებაზე გავლენა მოახდინა, აღნიშნავს გამოცემა. ო’დონელის სტატიაზე კომენტარის გაკეთებისას ალექს სელმონდმა განაცხადა, რომ იგი აბსოლუტურად მართალია იმაში, რომ სახელმწიფო ერთიანობის საკითხს შეეხო, ასევე აღნიშნა, რომ „დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამარჯვება“ სურს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4194.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 20:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.