| ლეიბორისტები: ლეპტოპები პირველკლასელებისათვის მშობლებს 700 ლარი დაუჯდებათ | | საქართველოს ამბები |
ლეიბორისტები ირწმუნებიან, რომ ლეპტოპები პირველკლასელებისათვის მშობლებს 700 ლარი დაუჯდებათ. როგორც გუშინ 7 აგვისტოს, პრეს-კონფერენციაზე პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, პირველკლასელებისათვის კომპიუტერთა დარიგების დროს მშობლებს აიძულებენ შეთანხმების ხელმოწერას იმის თაობაზე, რომ ოთხი წლის შემდეგ მათ კომპიუტერები დაზიანებების გარეშე უნდა დააბრუნონ. ლეპტოპის დაზიანების შემთხვევაში მათ 700 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
|
განათავსა - Drakula | 08 სექ. 2011, 20:07 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| შვეიცარიაში 0-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა | | მსოფლიოს ამბები |
შვეიცარიის ქალაქ სეველენში მსოფლიოში პირველი ნულვარსკვლავიანი სასტუმრო Null Stern Hotel გაიხსნა, რომელსაც ერთდროულად 54 ადამიანის მიღება შეუძლია. თუმცა, როგორც ინგლისური გაზეთი Guardian წერს, სასტუმრო უფრო მეტად სამხედრო ყაზარმას ან კატაკომბებს ჰგავს. მასში ხომ ცალკე ნომრები არაა, თვითონ სასტუმრო კი მიწისქვეშ იმყოფება, ვინაიდან იგი ატომური ბუნკერიდან გადააკეთეს.
|
განათავსა - Drakula | 08 სექ. 2011, 19:39 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ლტოლვილები ხორბლის აღებას 100 ჰექტარი მიწიდან შეძლებენ | | საქართველოს ამბები |
შიდა ქართლის სოფელ შავშვებში მცხოვრებმა ლტოლვილებმა მიწის დამუშავება დაიწყეს. ლტოლვილთა 168 ოჯახმა 100 ჰექტარი მიწა მიიღო, რომელზეც ხორბალს დათესენ. მთლიანი მოსავალი მათი იქნება. პროექტი „აგროკულტურის ანა-ბანა“ პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის - ჟივეცის განვითარების ფონდისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია ლტოლვილთა დახმარება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში.
|
განათავსა - Drakula | 08 სექ. 2011, 19:37 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|