| საქართველოში ყველაზე მოხმარებადია რეგულარის ტიპის ბენზინი | | ბიზნესი და ეკონომიკა |
მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ ბენზინს შორის უდიდესი წილი მოდის A-92 რეგულარის ტიპის საწვავზე - 158 689 970 კილოგრამი, ანუ 72.3 პროცენტი, A-95 პრემიუმის ტიპის საწვავის წილი - 54 471 871 კილოგრამი, ანუ 24.8 პროცენტი და A-98 სუპერის ტიპის ბენზინი - 6 241 089 კილოგრამი, ანუ 2.8 პროცენტი. ამის შესახებ აცხადებს ნავთობპროდუქტთა იმპორტიორების კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
|
განათავსა - Drakula | 11 სექ. 2011, 20:35 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ობამამ აშშ-ის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა გამოაქვეყნა | | ბიზნესი და ეკონომიკა |
ხუთშაბათს, 8 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მისი ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარმოადგინა. როგორც Associated Press იტყობინება, ამ დოკუმენტის თანახმად უმუშევრობასთან ბრძოლაზე 447 მილიარდი დოლარის დახარჯვა იგეგმება. ობამას გეგმა მოიცავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ხელფასზე გადასახადების შემცირებას. დაახლოებით 35 მილიარდის დახარჯვა იგეგმება იმისათვის, რათა თავიდან იქნას არიდებული შემცირებები მასწავლებლებსა და სასწრაფო სამსახურების თანამშრომლებს შორის.
|
განათავსა - Drakula | 09 სექ. 2011, 21:32 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|