პოლიტიკა: საქართველოს სსს: რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია | საქართველოს ამბები | ||
სამმა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა „МИ-8“ საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინგლისურენოვან განცხადებაში, რომელიც დღეს, 8 სექტემბერს, გავრცელდა. მასში აღნიშნულია, რომ 7 სექტემბერს, თბილისის დროით 13.05 საათზე, შატილის რაიონში ტანის ხეობაში ისინი საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში 3 კილომეტრით შევიდნენ და ქართულ საჰაერო სივრცეში 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. საქართველოს სსს ამ ფაქტს აფასებს, როგორც გაგრძელებას რუსეთის პოლიტიკისა „საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ზიანის მიყენების თაობაზე“. „ეს ქმედება ქართული მხრიდან ადეკვატური პასუხის პროვოცირებისკენ იყო მიმართული, თუმცა ქართული მხარე ომის აუღდგენლობის პრინციპის ერთგული რჩება და ამ შემთხვევაში თავშეკავებულობა გამოიჩინა“, ნათქვამია საქართველოს სსს-ში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „სიტუაცის ესკალაცია საქართველოს ინტერესებში არ შედის“. საქართველოს სსს-მ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რუსული მხარის პროვოკაციულ ქმედებებზე „ადეკვატური რეაგირება მოახდინოს“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3379.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 სექ. 2011, 20:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.