| ჩავარდება თუ არა წელს ცხვრის ექსპორტი? | | ბიზნესი და ეკონომიკა |
სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოდან ცხვრის ექსპორტის შემცირებას ადასტურებს. ამის მიზეზად ბაკურ კვეზერელი ტრანსპორტირებაში წარმოშობილ პრობლემებს ასახელებს. მისი თქმით, საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიებს საკუთარი თვითმფრინავები არა აქვთ, რომლებიც საქონლის ტრანსპორტირების სერვისით იქნებოდა აღჭურვილი, ამიტომ მათ ამ თვითმფრინავების დაქირავება უხდებათ და, როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებში არ შედის. იმ კომპანიებს კი, რომლებიც ცხვრის ტრანსპორტირებითაა დაკავებულები, ცხვარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო სატრანსპორტო რესურსები არ ჰყოფნით, ამიტომ ექსპორტიც შემცირდა. მიუხედავად ამისა, მინისტრი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ცხვრის ექსპორტი არ ჩავარდება და მაჩვენებლები პოზიტიური იქნება. „ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რამდენი ცხვარი წავა საქართველოდან ექსპორტზე. ცხვრის ექსპორტის სეზონი ჯერ არ დამდგარა. ცხვრის გატანა სექტემბერში იწყება და იმედი მაქვს, ამ დროისთვის ტრანსპორტირების საკითხი გადაიჭრება. ვიმედოვნებ, ეს პროცესი გამოსწორდება და რაფინირდება და ავიაკომპანიებსაც ამ მიმართულებით ინტერესი გაუჩნდება“, - თქვა კვეზერელმა.
|
განათავსა - Drakula | 18 აგვ. 2011, 20:52 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| რუსეთში გრძელდება მოსახლეობის შემცირება | | მსოფლიოს ამბები |
2011 წლის ივლისისთვის რუსეთის ფედერაციის მუდმივი მოსახლეობის რიცხოვნობა წლის დაწაყისიდან 87.5 ათასი ადამიანით შემცირდა, მოსახლეობის ბუნებრივმა კლება 2011 წლის პირველ ნახევარში 2010 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4 ათასი ადამიანით შემცირდა, იტყობინება РИА "Новости"„რუსეთის სტატისტიკის სამსახურზე“ მინიშნებით.
|
განათავსა - Drakula | 18 აგვ. 2011, 10:05 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|