საზოგადოება: რუსეთში გრძელდება მოსახლეობის შემცირება | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() „შეფასებებით 2011 წლის 1 ივლისისთვის რუსეთის ფედერაციის მუდმივი მოსახლეობის რიცხოვნობამ 142.8 მლნ ადამიანი შეადგინა და წყლის დასაწყისიდან 87.5 ათასი ადამიანით შემცირდა, ანუ 0.06%-ით (წინა წლის შესაბამისი თარიღისთვის შეინიშნებოდა მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება 52.6 ათასი ადამიანით, ანუ 0.04%-ით)“, - იტყობინება „რუსეთის სტატისტიკის სამსახური“. „მიგრაციულმა ნაზარდმა 37%-ით მოსახლეობის რიცხობრივი დანაკარგების კომპენსაცია მოახდინა“, - ნათქვამია უწყების მოხსენებაში. 2011 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერაციის 72 სუბიექტში შეინიშნებოდა დაბადებულთა რიცხვის შემცირება და 71 სუბიექტში - გარდაცვალებულთა რიცხვი. „მთლიანობაში ქვეყანაში გარდაცვალებულთა რიცხვის გადაჭარბება დაბადებულთა რიცხვზე იმავე დონეზე დარჩა, რაც 2010 წლის პირველ ნახევარში - 1.2-ჯერ, რუსეთის 24 სუბიექტში ამ ციფრმა 1.5-2 შეადგინა“, - ნათქვამია დოკუმენტში. 2011 წლის პირველ ნახევარში მოსახლეობის ბუნებრივი ნაზარდი რუსეთის ფედერაციის 22 სუბიექტში დაფიქსირდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3166.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 აგვ. 2011, 10:05 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.