პოლიტიკა: ქართული პარტია: საქართველოს ხელისუფლებებს რობერტ სტურუას სამოქალაქო აზრის ჩახშობაუნდათ | საქართველოს ამბები | ||
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ხელმძღვანელის - რობერტ სტურუას თანამდებობიდან მოხსნა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, მიაჩნიათ „ქართულ პარტიაში“, იტყობინება “GHN“. „სააკაშვილის რეჟიმი აგრძელებს სხვა პოლიტიკური აზრების მქონე ადამიანების დევნას. ამ ანტიდემოკრატიული ტენდენციების მორიგი გამოხატვა არის რეჟისორის რობერტ სტურუას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. მათი აზრით, სააკაშვილის ხელისუფლება ვერ იტანს თავისუფალ აზრს, ობიექტურ კრიტიკას და მიზანმიმართულად ამჭიდროვებს იმ ადამიანებს, რომლებიც სიმართლის თქმას ბედავენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა იმაზე, რომ გამოჩენილი რეჟისორი რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნეს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3164.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 აგვ. 2011, 19:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.