 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ქაიროს არეულობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა | | World News |
ქაიროში, ისრელის საელჩოს წინ, ღამით დაწყებული არეულობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეოთხე კი გულის შეტევის გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ Agence France-Presse ადგილობრივი მედიკოსების ინფრომაციაზე დაყრდნობით იუწყება. არეულობის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 300 პოლიციის თანამშრომელი.
|
Posted by consul | 11 Sep 2011, 20:41 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ბერლინში ემოციური „მომავალის ტელეფონი“ შექმნეს | | World News |
შემმუშავებელმა ბერლინის ხელოვნებათა უნივერსიტეტიდან ფაბიან ხემერტმა წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელსაც აბონენტთა შორის არსებულ ათას კილომეტრზე ჩახუტებებისა და კოცნების გადაცემის უნარი აქვს, წერს New Scientist. ასეთი სპარტფონის პროტოტიპი პირველად უჩვენეს პუბლიკას ტექნოლოგიურ კონფერენცია Mobile HCI-ზე, რომელიც გასულ კვირას სტოკჰოლმში ჩატარდა.
|
Posted by Drakula | 11 Sep 2011, 20:38 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... |
|
| საქართველოში ყველაზე მოხმარებადია რეგულარის ტიპის ბენზინი | | Business & Economics |
მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ ბენზინს შორის უდიდესი წილი მოდის A-92 რეგულარის ტიპის საწვავზე - 158 689 970 კილოგრამი, ანუ 72.3 პროცენტი, A-95 პრემიუმის ტიპის საწვავის წილი - 54 471 871 კილოგრამი, ანუ 24.8 პროცენტი და A-98 სუპერის ტიპის ბენზინი - 6 241 089 კილოგრამი, ანუ 2.8 პროცენტი. ამის შესახებ აცხადებს ნავთობპროდუქტთა იმპორტიორების კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
|
Posted by Drakula | 11 Sep 2011, 20:35 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ობამამ აშშ-ის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა გამოაქვეყნა | | Business & Economics |
ხუთშაბათს, 8 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მისი ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარმოადგინა. როგორც Associated Press იტყობინება, ამ დოკუმენტის თანახმად უმუშევრობასთან ბრძოლაზე 447 მილიარდი დოლარის დახარჯვა იგეგმება. ობამას გეგმა მოიცავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ხელფასზე გადასახადების შემცირებას. დაახლოებით 35 მილიარდის დახარჯვა იგეგმება იმისათვის, რათა თავიდან იქნას არიდებული შემცირებები მასწავლებლებსა და სასწრაფო სამსახურების თანამშრომლებს შორის.
|
Posted by Drakula | 09 Sep 2011, 21:32 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|