ეკონომიკა: ობამამ აშშ-ის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა გამოაქვეყნა | ![]() | Business & Economics | |
![]() კიდევ 50 მილიარდის გამოყოფა რეკომენდებულია უმუშევრობის შემწეობებზე ექვსი მილიონი ადამიანისთვის. ამას გარდა, გეგმა ითვალისწინებს სახსრების გამოყოფას სახელმწიფო სკოლების მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის: 10 მილიარდი დოლარის დაბანდება დაგეგმილია ავტო- და რკინიგზების, ხიდებისა და აეროპორტების მშენებლობაში, რაც ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალების მომცემი იქნება. თავის საუბარში ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ახალი ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებული ხარჯები ამერიკული ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის. National Journal აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სპეციალური კომისია მოიწვია, რომელიც სახელმწიფო ხარჯების დამატებითი შემცირების პროექტს შეიმუშავებს: გათავისუფლებული სახსრები უმუშევრობასთან ბრძოლის გეგმის ფინანსერებისკენ იქნება მიმართული. დოკუმენტი, რომელმაც მიიღო სახელწოდება American Jobs Act, განსახილველად წარდგენილია ამერიკული პარლამენტის ორივე პალატისთვის. National Journal-ის საიტზე შეიძლება გამოსვლის ტექსტის ნახვა, რომელიც ობამამ კონგრესის წინაშე 8 სექტემბერს წარმოთქვა (თუმცა, დოკუმენტში კონკრეტული ციფრები მითითებული არ არის). მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ეკონომიკის სტიმულაციისა და უმუშევრობასთან ბრძოლის გეგმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის მიერაა მომზადებული, ვარაუდობს ამ მიზნებისათვის 300 მილიარდი დოლარის გამოყოფას. გარდა ამისა, პრეზიდენტი დაპირდა, რომ მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3399.html
| |||
Posted by Drakula | 09 Sep 2011, 21:32 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.