ეკონომიკა: საქართველოში ყველაზე მოხმარებადია რეგულარის ტიპის ბენზინი | ![]() | Business & Economics | |
![]() „წინა წლებისაგან განსხვავებით, შემცირებულია რეგულარის ტიპის ბენზინის იმპორტი, რომელიც ადრე 80 პროცენტს შეადგენდა. მის ხარჯზე გაზრდილია პრემიუმისა და სუპერის იმპორტი. რეგულარის საწვავის დიდი წილი განპირობებულია იმით, რომ მისი ფასი მნიშვნელოვნად დაბალია (საშუალოდ 10-15 თეთრით), ამასთან, მიუხედავად მუდმივი განახლებისა, საქართველოს ავტოპარკი მაინც მოძველებულია და ქვეყანაში არსებული ტრანსპორტისთვის აღნიშნული საწვავის მოხმარება სრულიად მისაღებია. მთვრალაშვილი განმარტავს, რომ დღეს მოხმარებადი ბენზინის თითქმის 60 პროცენტი ევრო 4-ისა და ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი საწვავია. „აღნიშნული კატეგორიის საწვავი ევროპული ქვეყნებიდან არის იმპორტირებული, კერძოდ: საბერძნეთიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან. პრემიუმისა და სუპერის ტიპის ბენზინის იმპორტი მხოლოდ ევროპიდან ხორციელდება. რაც შეეხება დარჩენილ 40 პროცენტს, რომლის იმპორტიც აზერბაიჯანიდან ხორციელდება, საჭიროა აღინიშნოს, რომ თავისი ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, იგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო წლების განმავლობაში“, - აღნიშნავს იგი. რაც შეეხება დიზელს, უდიდესი წილი უკავია L-62+-ს - 174 175 791 კილოგრამი, ანუ 70.9 პროცენტი. დანარჩენი წილი მოდის ევრო დიზელზე - 70 421 228 კილოგრამი, ანუ 29 კილოგრამი. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3400.html
| |||
Posted by Drakula | 11 Sep 2011, 20:35 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.