 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| კანადელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გააცნობენ | | Business & Economics |
კანადელ ბიზნესმენებს საქართველოში საინვესტიციო პირობებს გააცნობენ. ამ ფუნქციას საკუთარ თავზე კანადის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო აიღებს, რომელიც ორი თვის განმავლობაში შეეცდება დაარწმუნოს კანადელი ბიზნესმენები, დააბანდონ ინვესტიციები საქართველოში. ამის თაობაზე შეთანხმება სააგენტოსთან გაფორმდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მსვლელობაში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან სათავეში. ქართული მხრიდან დოკუმენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მოაწერა.
|
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონად გამოაცხადებენ | | World News |
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობების უფროსთა საბჭოს სხდომის შედეგებით სამშაბათს, 18 ოქტომბერს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლების გამარტივებას და მთელი რიგი მრავალმხრიივი და დაახლოებით 100 ორმხრივი დოკუმენტის შეცვლას, რომლებიც დღეისათვის დსთ-ს სივრცეში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს რეგლამენტირებს. დოკუმენტმა მიიღო სახელწოდება „სანქტ-პეტერბურგის ხელშეკრულება“, წერს „Ведомости“.
|
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 18:22 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| კვეზერელი: არ უსმინოთ ონიშენკოს | | Business & Economics |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ურჩევს ქართველ ბიზნესმენებს, არ უსმინონ რუსეთს ფედერაციის მთავარ სახელმწიფო სანიტარულ ექიმს გენადი ონიშენკოს. ამის შესახებ მან განაცხადა გუშინ, 18 ოქტომბერს, როდესაც კომენტარს აკეთებდა ონიშენკოს ბოლო განცხადებაზე რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შესაძლო დაბრუნების შესახებ.
|
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 18:16 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|