ეკონომიკა: დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონად გამოაცხადებენ | World News | ||
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობების უფროსთა საბჭოს სხდომის შედეგებით სამშაბათს, 18 ოქტომბერს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლების გამარტივებას და მთელი რიგი მრავალმხრიივი და დაახლოებით 100 ორმხრივი დოკუმენტის შეცვლას, რომლებიც დღეისათვის დსთ-ს სივრცეში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს რეგლამენტირებს. დოკუმენტმა მიიღო სახელწოდება „სანქტ-პეტერბურგის ხელშეკრულება“, წერს „Ведомости“. ხელშეკრულება სრულყოფილი არ არის - მასში არის ნაკლი, მაგრამ ასევე არის კონკრეტული დროებითი ნორმებიც, რომელთა განმავლობაშიც ყველა ნაკლი ლიკვიდირებული იქნება, კომენტარი გაუკეთა დოკუმენტის ხელმოწერას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა. იგივე დაადასტურა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმაც: „ჩვენ საქონლის მთელი ჯგუფების მიხედვით გავაუქმებთ ერთმანეთს შორის საექსპორტო და საიმპორტო ბაჟებს. არის გარკვეული ნაკლი, ჩვენ მათ ვეთანხმებით, მაგრამ ისინიც თანდათანობით წარსულს ჩაბარდება“. მან დააზუსტა, რომ ხელშეკრულებას დსთ-ს ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი, გარდა აზერბაიჯანისა, უზბეკეთისა და თურქმენეთისა, რომლებიც, მისი თქმით, მასთან მიმდინარე წლის ბოლომდე შემოერთების შესაძლებლობას შეისწავლიან. მანამდე სამშაბათს პუტინმა თქვა, რომ დსთ-ს ქვეყნების მთავრობების უფროსთა საბჭომ მოულოდნელად შეათანხმა ხელშეკრულება, რომელზედაც მუშაობა, მისი თქმით, თითქმის 10 წელი მიმდინარეობდა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3689.html
| |||
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 18:22 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.