 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| დიმიტრი მედვედევს მიაჩნია, რომ რუსეთი და ომი რომ არა, საქართველოს უკვე შეათრევდნენ ნატოში | | Georgian News |
2008 წელს კავკასიაში რუსეთის მიერ გადამწყვეტი ქმედებების მიუღებლობა ნატოს საზღვრების არსებით გაფართოებას გამოიწვევდა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ სამხედრო ოლქის ოფიცრებთან შეხვედრაზე, იტყობინება “GHN“. „2008 წელს რომ შევდრეკილიყავით, უკვე სულ სხვა გეოპოლიტიკური განაწილება გვექნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ხელოვნურად ჩათრევას ცდილობდნენ, სავარაუდოდ, იქ იქნებოდა“, - თქვა მედვედევმა.
|
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:30 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| საქართველოში ყველაზე მეტ ფულს ამერიკელი ტურისტები ხარჯავენ | | Business & Economics |
ამერიკელმა ტურისტმა სტივენ ბრუქსმა საქართველოში 10 დღე გაატარა. ბრუქსმა და მისმა ორმა მეგობარმა მოინახულეს კახეთი, ყაზბეგი, ვარძია და სვანეთი. „მე ძალიან შემიყვარდა საქართველო, თუმცა თქვენი ქვეყნის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი“, - თქვა ბრუქსმა. „ჩემი მეგობარი საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებელია და მან თქვენთან ჩამოსვლა მირჩია“. „ძალიან მომწონს საქართველოს ბუნება, სვანეთის ულამაზესი მთები, განსაკუთრებით - უშბა. ადგილობრივი სვანური მოსახლეობა ძალიან სტუმართმოყვარეა, მაგრამ ზოგიერთი ქართული ტრადიცია უცნაური, თუმცა ეკზოტიკური მეჩვენება. მაგალითად, ქართველები ყოველთვის მათთან ერთად არყის ან ღვინის დალევასა და სადღეგრძელოს თქმას მთხოვდნენ. ყველას ვურჩევ, ეს მშვენიერი ქვეყანა ნახონ და ეს მათთვის დაუვიწყარი მოგზაურობა გახდება“.
|
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:25 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|