პოლიტიკა: ლიბიამ კადაფის შვილის ჰააგისთვის გადაცემაზე უარი განაცხადა | World News | ||
ლიბიის ახალმა მთავრობა კადაფის შვილის სეიფ ალ–ისლამის შვილის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოსთვის გადაცემაზე უარი განაცხდა. ამის შესახებ 20 ნოემბერს Associated Press ქვეყნის მინისტრის მაჰმუდ შამამას ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. Sky News–ის მონაცემების თანახმად, რომელიც საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ლიბიის მთავრობაში კენჭის ყრა გაიმართა, რომლის მეშვეობითაც სეიფ ალ–ისლამის ბედი განისაზღვრა, რომელიც ქვეყნის სამხრეთით დაიჭირეს. ხმის მიცემის შედეგად გადაწყდა, რომ მოკლული დიქტატორის შვილი სასამართლოს წინაშე სამშობლოში წარსდგება. ასეთი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით მიიღეს, რომ სეიფ ალ–ისლამმა დანაშაული "საკუთარი ერის წინაშე" ჩაიდინა. სისხლის საერთაშორისო სასამართლომ მანამდე გასცა კადაფის შვილის დაკავების ორდერი ამ უკანასკნელის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადინილი დანაშაულის გამო. ჰააგის სასამართლოში მუამარ კადაფის დაკავების ორდენიც იყო გაცემული. სეიფ ალ–ისლამი 19 ნოემბერს ნიგერიაში გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს. ის ამჟამად ზინტანში იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მალე მას ტრიპოლში გადაიყვანენ, თუმცა ზინტანის მეამბოზეებმა აცხადებენ, რომ კადაფის უმცროსი შვილს მანამდე არ გაათავისუფლებენ ტყვეობიდან სანამ, ლიბიაში ახალი სასამართლო სისტემა არ შეიქმნება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სეიფ ალ–ისლამის დაკავების შესახებ, ევროკავშირმა ლიბიის ხელისუფლებისგან მისი გადაცემა მოითხოვა. ლიბიიის პრემიერ–მინისტრმა აბდელ რაჰიმ ალ–კიბი ამ თხოვნის შესრულებას დაჰპირდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ მუამარ კადაფის შვილის გადაცემას ჰააგის ტრიბუნალისათვის აპირებდნენ. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3954.html
| |||
Posted by consul | 20 Nov 2011, 20:56 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.