საზოგადოება: კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან დახმარებას იღებს | Georgian News | ||
კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან 1000 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას იღებდა, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა თავისი სეხნიის - ტელეარხ „იმედზე“ „ღამის შოუს“ წამყვანის ოთარ ტატიშვილის განცხადებას, რომელიც ასევე უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან დახმარებას იღებდა, როგორც ეს მედიის მიერ გამოქვეყნებულ სიებშია მითითებული. „გადაცემის მსვლელობაში ოთარ ტატიშვილმა მახსენა მე, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი და აღნიშნა, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისაგან 1000 ლარის ოდენობის დაფინანსებას ვიღებ. ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად მინდა განვაცხადო: მთელი ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე არანაირი საქველმოქმედო „შემოწირულობა“, სტიპენდია და დახმარება არც ერთი სუბიექტისაგან არ მიმიღია. ჩემთვის მიუღებელია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მითუმეტეს, რომ არასდროს არავისთვის მიმიმართავს ამგვარი თხოვნით“, - მითითებულია კომპოზიტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარების სიამ, რომელიც რიგი მასმედიის მიერ გამოქვეყნდა, გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. სიაში მხოლოდ სახელები და გვარებია მითითებული, თუმცა ამ პირთა საქმიანობის სახეობა მითითებული არ არის. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3964.html
| |||
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:30 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.