 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| პინგვინთა ბარტყები სრულყოფილი კონდიციონერები აღმოჩნდნენ | | World News |
სამეფო პინგვინების - Aptenodytes patagonicus-ის ბარტყებს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეუძლიათ სხეულის ტემპერატურის შემცირება 15 გრადუსით ცელსიუსით. ექსტრემალურ პირობებში მობინადრე ფრინველების უჩვეულო თერმორეგულაციის საკუთარი დაკვირვებები მეცნიერთა ჯგუფმა ჟურნალ Nature Communications-ში წარმოადგინა. მოკლედ ნაშრომის შესახებ წერს ScienceNOW.
|
Posted by Drakula | 18 Aug 2011, 20:57 | comments | გარემო | Score: 0 | Read More... |
|
| ჩავარდება თუ არა წელს ცხვრის ექსპორტი? | | Business & Economics |
სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოდან ცხვრის ექსპორტის შემცირებას ადასტურებს. ამის მიზეზად ბაკურ კვეზერელი ტრანსპორტირებაში წარმოშობილ პრობლემებს ასახელებს. მისი თქმით, საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიებს საკუთარი თვითმფრინავები არა აქვთ, რომლებიც საქონლის ტრანსპორტირების სერვისით იქნებოდა აღჭურვილი, ამიტომ მათ ამ თვითმფრინავების დაქირავება უხდებათ და, როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებში არ შედის. იმ კომპანიებს კი, რომლებიც ცხვრის ტრანსპორტირებითაა დაკავებულები, ცხვარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო სატრანსპორტო რესურსები არ ჰყოფნით, ამიტომ ექსპორტიც შემცირდა. მიუხედავად ამისა, მინისტრი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ცხვრის ექსპორტი არ ჩავარდება და მაჩვენებლები პოზიტიური იქნება. „ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რამდენი ცხვარი წავა საქართველოდან ექსპორტზე. ცხვრის ექსპორტის სეზონი ჯერ არ დამდგარა. ცხვრის გატანა სექტემბერში იწყება და იმედი მაქვს, ამ დროისთვის ტრანსპორტირების საკითხი გადაიჭრება. ვიმედოვნებ, ეს პროცესი გამოსწორდება და რაფინირდება და ავიაკომპანიებსაც ამ მიმართულებით ინტერესი გაუჩნდება“, - თქვა კვეზერელმა.
|
Posted by Drakula | 18 Aug 2011, 20:52 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| რუსეთში გრძელდება მოსახლეობის შემცირება | | World News |
2011 წლის ივლისისთვის რუსეთის ფედერაციის მუდმივი მოსახლეობის რიცხოვნობა წლის დაწაყისიდან 87.5 ათასი ადამიანით შემცირდა, მოსახლეობის ბუნებრივმა კლება 2011 წლის პირველ ნახევარში 2010 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4 ათასი ადამიანით შემცირდა, იტყობინება РИА "Новости"„რუსეთის სტატისტიკის სამსახურზე“ მინიშნებით.
|
Posted by Drakula | 18 Aug 2011, 10:05 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... |
|
|