კულტურა: კორძაია: სამსახურიდან გათავისუფლება ქსენოფობური გამოთქმების გამო კანონიერია | Georgian News | ||
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია განმარტავს, რომ ქსენოფობური გამოთქმების გამო, თუ რობერტ სტურუა ნამდვილად ტირაჟირებდა მათ, სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერი იყო. „ყველა საჯარო ან კერძო სამსახურს ქცევის საკუთარი წესები ან ეთიკური სტანდარტები აქვს. შესაბამისად, ნებისმიერი თანამშრომელი საკუთარ თავზე მათი დაცვის ვალდებულებას იღებს. თუ თანამშრომელი ამა თუ იმ წესს დაარღვევს, იგი შეიძლება პასუხისბგელობის წინაშე წარსდგეს. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება. სამსახურიდან გათავისუფლება ასევე სასჯელის ერთ-ერთი ზომაა. ამიტომ, თუ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ გამოთქმებს ეთნიკური ნიშნებით, ამისათვის თანამშრომელი შეიძლება პასუხს აგებდეს, რადგან ნებისმიერ საერთაშორის აქტსა და ჩვენს კონსტიტუციაში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია. „რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული სტატია არის კულტურის მინისტრის უფლებამოსილება, დანიშნოს და გაათავისუფლოს პერსონა. თუმცა მოცემულ ბრძანებაში მითითებული არ არის, თუ რა საფუძველზე, კანონის რომელი სტატის დარღვევის საფუძველზე გაათავისუფლა მან იგი. ბრძანებაში აუცილებლად უნდა იყოს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი“, - ამბობს თამას კორძაია. Source - Trend
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3165.html
| |||
Posted by Drakula | 18 Aug 2011, 10:04 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.