საზოგადოება: რუსეთში გრძელდება მოსახლეობის შემცირება | World News | ||
2011 წლის ივლისისთვის რუსეთის ფედერაციის მუდმივი მოსახლეობის რიცხოვნობა წლის დაწაყისიდან 87.5 ათასი ადამიანით შემცირდა, მოსახლეობის ბუნებრივმა კლება 2011 წლის პირველ ნახევარში 2010 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4 ათასი ადამიანით შემცირდა, იტყობინება РИА "Новости"„რუსეთის სტატისტიკის სამსახურზე“ მინიშნებით. „შეფასებებით 2011 წლის 1 ივლისისთვის რუსეთის ფედერაციის მუდმივი მოსახლეობის რიცხოვნობამ 142.8 მლნ ადამიანი შეადგინა და წყლის დასაწყისიდან 87.5 ათასი ადამიანით შემცირდა, ანუ 0.06%-ით (წინა წლის შესაბამისი თარიღისთვის შეინიშნებოდა მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება 52.6 ათასი ადამიანით, ანუ 0.04%-ით)“, - იტყობინება „რუსეთის სტატისტიკის სამსახური“. „მიგრაციულმა ნაზარდმა 37%-ით მოსახლეობის რიცხობრივი დანაკარგების კომპენსაცია მოახდინა“, - ნათქვამია უწყების მოხსენებაში. 2011 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერაციის 72 სუბიექტში შეინიშნებოდა დაბადებულთა რიცხვის შემცირება და 71 სუბიექტში - გარდაცვალებულთა რიცხვი. „მთლიანობაში ქვეყანაში გარდაცვალებულთა რიცხვის გადაჭარბება დაბადებულთა რიცხვზე იმავე დონეზე დარჩა, რაც 2010 წლის პირველ ნახევარში - 1.2-ჯერ, რუსეთის 24 სუბიექტში ამ ციფრმა 1.5-2 შეადგინა“, - ნათქვამია დოკუმენტში. 2011 წლის პირველ ნახევარში მოსახლეობის ბუნებრივი ნაზარდი რუსეთის ფედერაციის 22 სუბიექტში დაფიქსირდა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3166.html
| |||
Posted by Drakula | 18 Aug 2011, 10:05 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.