პოლიტიკა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობა საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებასაგრძელებს | Georgian News | ||
საქართველოს მთავრობა ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებას აგრძელებს, აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2010 წელს ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაციის მიმართ, იუწყება “GHN“. „2010 წელს საქართველოს მთავრობა აგრძელებდა საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებას. მან ასევე გადადგა ნაბიჯები გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ანტიტერორისტული რეზოლუციების შესრულებისა და აშშ-თან და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. საქართველოს მთავრობამ გამოძიების შედეგად დააკავა ეჭვმიტანილები ტერორიზმში, მათ შორის პირები, რომლებიც ბირთვული და რადიაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდაში იყვნენ ჩართულები“, - აღნიშნულია მოხსენებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ის, რომ საქართველოს მთავრობას არ შეუძლია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლება, ამცირებს მის შესაძლებლობას, ებრძოლოს ტერორიზმს ამ რეგიონებში და დაიცვას საზღვარი რუსეთთან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3175.html
| |||
Posted by Drakula | 19 Aug 2011, 19:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.