Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ ,,ონიგავაზე" რადიოაციული წყლის გაჯონვა მოხდა | | World News |
8 აპრილის ღამეს იაპონიაში მომხდარი 7.4 ბალიანი მიწისძვრის შედეგად მიაგის პრეფექტურაში არსებული ატომურ ელექტროსადგურ ,,ონიგავა" აღინიშნა მცირე ოდენობის რადიაციული წყლის გაჟონვა. ამის შეხებ იტყობინება სადგურის ოპერატორი. მისი მონაცემებით მიწისძვრის შედეგად მე-2 რეაქტორის შენობაში არსებული საწვავის ღერების გასაგრილებელი აუზიდან გადმოიღვარა 3.8 ლიტრი რადიაციული წყალი. შედეარებით მცირე ოდენობით რადიაციული წყალის გაჟონვა მოხდა დანარჩენ ორ ენერგობლოკზეც.
|
Posted by Legatuss | 08 Apr 2011, 10:01 | comments | Score: 0 | Read More... |
|
| იტალია იშორებს ტუნისელ დევნილებს | | World News |
იტალიამ დაიწყო ტუნისელი დევნილების რეპატრიაცია. კუნძული ლამპედუზადან თვითმფრინავიდან ტუნისში გაგზავნილი იქნა პირველი ჯგუფი 30 კაცის შემადგენლობით. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით ეს ოპერაცია ხორციელდება ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულების ,,უკანანო იმიგრაციის შეზღუდვის შესახებ" ფარგლებში.
|
Posted by Legatuss | 08 Apr 2011, 09:57 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... |
|
| ბრიტნი სპირსმა შესაძლოა მადონას მიღწევა გაიმეოროს | | World News |
ბრიტნი სპირსის მეშვიდე ალბომმა „Femme Fatale“ Billboard-ის ჰიტ-პარადში პირველი ადგილი დაიკავა. გაყიდვების პირველი კვირის შედეგებით ალბომი აშშ-ში 276 ათასი ეგზემპლარის ტირაჟით გაიყიდა. მომღერლისთვის ეს ამერიკულ ჩარტში უკვე მეექვსე გამარჯვებაა. მისმა მხოლოდ 2007 წლის ალბომმა „Blackout“ ვერ მიაღწია Billboard-ის ჰიტ-პარადის პირველ სტრიქონს და მეორეზე შეჩერდა.
|
Posted by Drakula | 08 Apr 2011, 08:19 | comments | შოუ-ბიზნესი | Score: 0 | Read More... |
|
| რუსეთმა იაპონურ თევზზე უარი თქვა | | World News |
რუსეთის მთავრობამ უარი თქვა იაპონიიდან თევზეულის მიწოდებებზე. შეზღუდვები ორასზე მეტ საწარმოს ეხება, იტყობინება რადიო „Эхо Москвы“. შეზღუდვები აეს „ფუკუსიმა-1“-ზე ავარიის შემდეგ საფრთხეებისა და რისკების ანალიზების შედეგების გამო შემოიღეს, ამატებენ რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობაში.
|
Posted by Drakula | 06 Apr 2011, 15:34 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|