რუსეთში თვითმკვლელი ტერორისტი ომონის თანამშრომლების აფეთქებას აპირებდა | World News | ||
რუსეთის ფედერაციის, კიზლიარის რაიონში, 10 აპრილის ღამეს აფეთქდა თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც მიემართებოდა ომონის თანამშრომლების საცხოვრებელი ადგილისაკენ, როგორც იტყობინება იტარ-ტასსი რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებზე დაყრდნობით. ეს ვარაუდი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაცის სხეულზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა სტავროპოლის მხარის ომონის თანამშრომლების საცხოვრებლიდან 150 მეტრის მოშორებით. ამავე დროს ,,ინტერფაქსის“ ინფორმაციით თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ერთეული. ამავე დროს რია ნოვოსტი აღნიშნავს, რომ აფეთქების ადგილიდან შორიახლოს მდებარეობდა ბენზინგასამართი სადგური და რკინიგზა, როომლებიც შეიძლება ყოფილი ტერორისტის სამიზნეები. ეს შემთხვევა მოხდა კიზლიარში, თუმანიანას ქუჩაზე შაბათს, მოსკოვის დროით 23:20. აფეთქების ადგილზე იპოვეს მამაკაცის სხეული, შაჰიდის ქამრის ნაწილები, ორი ხელყუმბარა და ავტომატი კალაშნიკოვი. დადგინდა მისი ვინაობაც. ტერორისტი აღმოჩნდა დაღესტნის რესპუბლიკის, ცუნტინსკის რაიონის, სოფელ ჰინტახის მკვიდრი 30 წლის აბდულკადირ ალეივი. აფეთქების შედეგად არავინ არ დაშავებულა. ამჟამად აფეთქების ადგილზე მუშაობს გამომძიებელთა ჯგუფი. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1958.html
| |||
Posted by Legatuss | 10 Apr 2011, 17:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.