მეცნიერება-ტექნოლოგიები: Twitter ინტერფეისს შეცვლის | World News | ||
მიკრობლოგების სერვისი სასტარტო გვერდის ახალ დიზაინზე გადადის, რისი მიზანიცაა, ახალი მომხმარებლებისათვის ამ გვერდის გამარტივება. ამის შესახებ Mashable იტყობინება. Twitter-ში შეიცვლება ფერთა გამა, ტრადიციული ცისფერი ელფერიდან მიკრობლოგების სერვისი ლურჯ ლითონისფერზე გადავა, შეიცვლება საწყისი გვერდის გარეგანი იერიც. მარჯვნივ ახალი ბლოგერების რეგისტრაციის ფანჯარა გამოჩნდება და იმისათვის, რომ Twitter-ის მომხმარებელი გახდეთ, საკმარისი იქნება, სამი სტრიქონი შეავსოთ. ცენტრში განთავსებულია მომხმარებელთა ძიება ინტერების მიხედვით. ეს ფუნქცია Twitter-ს ცოტახნის წინ დაემატა. გამოცემის აზრით, ეს ყველაზე რადიკალური ცვლილებაა, Twitter-ის ძველ ვერსიაში ინტერესებით ძიების ნაცვლად შემოთავაზებული იყო გაგება იმისა, თუ რა ხდებოდა იმ მომენტში მსოფლიოში. Mashable-მა თავის მკითხველებს Twitter-ის ინტერფეისის ცვლილებებზე კომენტარის გაკეთება შემოთავაზა. მრავალმა მათგანმა აღნიშნა, რომ ახლა მიკრობლოგების სერვისი უფრო ჰგავს სოციალურ ქსელ Facebook-ს, რაც ეხება როგორც გარეგან იერს, ისე ინტერესებით ძიებასაც. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1932.html
| |||
Posted by Drakula | 07 Apr 2011, 09:33 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.