ეკონომიკა: რუსეთმა იაპონურ თევზზე უარი თქვა | World News | ||
რუსეთის მთავრობამ უარი თქვა იაპონიიდან თევზეულის მიწოდებებზე. შეზღუდვები ორასზე მეტ საწარმოს ეხება, იტყობინება რადიო „Эхо Москвы“. შეზღუდვები აეს „ფუკუსიმა-1“-ზე ავარიის შემდეგ საფრთხეებისა და რისკების ანალიზების შედეგების გამო შემოიღეს, ამატებენ რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობაში. როგორც უწყებაში განმარტეს, სიტუაცია სერიოზულად შეიცვალა იმ მომენტიდან, როდესაც იაპონიამ რეაქტორიდან რადიოქტიური წყლის ჩაშვება უშუალოდ სანაპირო წყლებში დაიწყო. შარშან იაპონიამ რუსეთს თითქმის 60 ტონა თევზი და თევზის პროდუქცის მიაწოდა. ქვეყანაში უკვე ეძებენ ტრადიციული იაპონური პროდუქტების- წყალმცენარეების, სოუსებისა და სხვა ინგრედიენტების ალტერნატივას, რომლებიც იაპონური სამზარეულოს რესტორნებისათვისაა აუცილებელი. 21 მარტს იაპონიის მთავრობამ შეწყვიტა ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების გატანა იმ რაიონებიდან, რომლებშიც შესაძლებელია რადიაცია გავრცელდა (ფუკუსიმა, იბრაკი, გუმა, ტოტიგა). არსებული ინფორმაციით, ზოგიერთი პრეფექტურიდან საკვები პროდუქტების შემოტანაზე ნაწილობრივი ემბარგო უკვე 25 ქვეყანამ შემოიღო. მაგალითად, სინგაპურმა სურსათის შემოტანა 10 პრეფექტურიდან აკრძალა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა კი მთლიანად თქვეს უარი იაპონურ სოფლის-მეურნეობის პროდუქციაზე. ნაწილობრივი აკრძალვები ისეთმა ქვეყნებმა შემოიღეს, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, სამხრეთ კორეა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1928.html
| |||
Posted by Drakula | 06 Apr 2011, 15:34 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.