პოლიტიკა: შოთა არველაძე: ჩვენ მზად ვართ, რუსებს მრავალი წლის განმავლობაში ვებრძოლოთ | საქართველოს ამბები | ||
თურქულ კლუბ „კაიზერსპორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ქართულ-რუსულ და ქართულ-თურქულ ურთიერთობებთან დაკავშირებით საინტერესო პოლიტიკური განხადება გააკეთა. ამის ინფორმაციას საიტი azerisport.comავრცელებს. „რუსეთს უნდა, რომ ჩვენ მისი გვეშინოდეს, თურქეთი კი პატივისცემით გვეპყრობა. სწორედ ამით განსხვავდება ეს ორი ქვეყანა. თურქეთი ადამიანური ქვეყანაა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ რუსეთის არ გვეშინია და მზად ვართ, მას მრავალი წლის განმავლობაში ვებრძოლოთ. შეგახსენებთ ერთ ანდაზას: „სანამ არ მოკვდები, მანამდე ვერ იგრძნობ სიცოცხლის გემოს“, - განაცხადა ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა. მისი თქმით, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ერები თურქებისათვის ნათესაურები არიან და თურქეთმა ისინი მარტოობაში არ დატოვა. „რუსეთს კი არასდროს გაუწევია დახმარების ხელი ქართველებისათვის რთულ პერიოდებში. დიახ, ჩვენ მართმადიდებელი ქრისტიანები ვართ, როგორც ისინი, მაგრამ ამაზე ჩვენ მსგავსება მთავრდება“, - აღნიშნა შოთა არველაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3401.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 სექ. 2011, 20:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.