პოლიტიკა: ლიბიელმა მეამბოხეებმა ბანი–ვალიდას აღება დაიწყეს | მსოფლიოს ამბები | ||
ეროვნული, გარდამავალი საბჭოს მომხრეებმა, პარასკევს, 9 სექტემბერს ბანი–ვალიდის აღება დაიწყეს, ამბობს მუამარა კადაფის ერთიერთი მომხრე, რომლის განცხადებასაც BBC News გადასცემს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბანი–ვალიდი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე იქნებოდა დათმობილი. შესაბამისი მოლაპარაკება ბანი–ვალიდის ხელისუფლებასა და ლიბიის ეროვნულ, გარდამავალ საბჭოს შორის 6 სექტემბერს შედგა. შეთანხმების პირობების მიხედვით, მეამბოხეები 10 სექტემბრამდე არ უნდა შესულიყვნენ ბანი–ვალიდში და კიდვე სამ დასახლებულ პუნქტში, რომელიც კადაფის კონტროლის ქვეშ იყო. თუმცა, 9 სექტემბერს, საღამოს გარდამავალი საბჭოს წარმოამდგენლებმა განაცხადეს, რომ ბანი ვალიდის აღების გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, რადგან ქალაქის მისადგომებთან კადაფის მომხრეებმა მეამბოხეებს ცეცხლი გაუხსნეს. ბანი–ვალიდის დაქვემდებარებას მეამბოხეები რამოდენიმე საათში გეგმავდნენ. ტელეარხი "ალ–ჯაზირას" ინფორმაციის თანახმად, მოსკოვის დროით 21:00 საათზე მეამხოეები ბანი–ვალიდის ცენტრალურ ნაწილში შეღწევა მოახერხეს. "ალ–ჯაზირას" კორესპოდენტებმა განაცხადეს, რომ ქალაქის ქუჩებში ბრძოლა მიმდინარეობს. როგორც მანამდე იუწყებოდნენ, ბანი–ვალიდის ტერიტორიაზე შესაძლოა მუამარ კადაფის ადმინისტრაცია იმალებოდეს, მათ შორის კადაფის შვილი საიფ ალ–ისლამი და ყოფილი მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი მუსა იბრაგიმი. გარკვეული დროის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ თავად კადაფიც იმყოფებოდა ბანი–ვალიდში. თუმცა რამოდენიმე დღის წინ მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ მუამარ კადაფი, სავარაუდოდ, ქვეყნის სამხრეთ იმალება. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3397.html
| |||
განათავსა - consul | 09 სექ. 2011, 21:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.