 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| სლოვენიის საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით შემცირდა | | Business & Economics |
სააგენტო Moody's-მ სლოვენიის საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით - Aa3-დან A1-მდე შეამცირა, პროგნოზით „ნეგატიური“, იტყობინება „უკრაინფორმი“ სარეიტინგო სააგენტოს ვებ-საიტზე მინიშნებით. სლოვენიის რეიტინგის გადახედვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თავარი ფაქტორი გახდა ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დისბალანსის შენარჩუნებადი რისკი, რომელიც საბანკო სექტორს უკავშირდება, ნათქვამია Moody's-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
Posted by Drakula | 24 Dec 2011, 19:22 | comments | ეკონომიკა | Score: 1 | Read More... |
|
| დიდი ბრიტანეთი შეიძლება დაიშალოს | | World News |
დიდი ბრიტანეთისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში ერთიანი სახელმწიფოს სახით არსებობის შეწყვეტის რისკი არსებობს. ამის შესახებ განაცხადა მინისტრთა ბრიტანული კაბინეტის გენერალურმა მდივანმა გუს ო’დონელმა ხუთშაბათს, 22 დეკემბერს, გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც მან The Daily Telegraph-ს მისცა.
|
Posted by Drakula | 22 Dec 2011, 20:00 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| რუსეთს ლუდისა და ღვინის დეფიციტი უწინასწარმეტყველეს | | World News |
რუსეთის მთავრობამ არ დაამტკიცა მოთხოვნები აქციზური მარკებისდმი 9 გრადუსზე ნაკლები სიმაგრის მქონე ალკოჰოლისთვის, მაშინ, როცა 2012 წლის 1 იანვრიდან სუსტალკოჰოლური სასმელების წარმოება და იმპორტი მარკების გარეშე აიკრძალება. როგორც „კომერსანტი“ დარგში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამან შეიძლება გამოიწვიოს სუსტი ალკოჰოლის მწარმოებელი ქარხნების შეჩერება და საზღვარგარეთიდან ლუდისა და ღვინის შეწყვეტა, რაც დეფიციტს გამოიწვევს.
|
Posted by Drakula | 22 Dec 2011, 19:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| თარგამაძე: ბოლო დროს ივანიშვილის ოცნების ტრანსფორმაცია ხდება | | Georgian News |
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბანაკში უთანხმოებებს აქვს ადგილი. „ახალ ბლოკს, რომელიც ფორმირების პროცესში იმყოფება, დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს. მინდა ვთქვა, რომ ბევრი შეკითხვა დამიგროვდა, რომლებზესაც პასუხი არა მაქვს. როგორც პოლიტიკოსს, იმის მოლოდინი მქონდა, რომ მათი მიდგომა ბევრად უფრო პრაგმატული იქნებოდა, მოლოდინი იმისა, რომ პოლიტიკური რომანტიზმის ეპოქა დასრულდა და ადამიანები გადაწყვეტილებებს რადიონალური ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ, მაგრამ მათი მოქმედებები ჩემში ეჭვებს ჰბადებს“, - განაცხადა თარგამაძემ.
|
Posted by Drakula | 22 Dec 2011, 19:42 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|