პოლიტიკა: თარგამაძე: ბოლო დროს ივანიშვილის ოცნების ტრანსფორმაცია ხდება | ![]() | Georgian News | |
![]() მისი თქმით, მას ეჭვები გაუჩნდა იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომელსაც ივანიშვილის მომავალი პარტნიორები, კერძდ კი რესპუბლიკური პარტია და ალასანიას გუნდი პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის მიუღებლობასთან დაკავშირებით ემხრობიან. თარგამაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხის თაობაზე საუბარი „რვიანის“ ფორმატშიც წარმოებდა და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც კი იქნა მიღებული. „ის დამოკიდებულება, რომელიც ივანიშვილის მოკავშირეებმა დეპუტატთა რაოდენობის გაზდის საკითხში აირჩიეს, ჩემში ბევრს ეჭვს ჰბადებს, და არა მხოლოდ. მე ვხედავ, რომ ივანიშვილის ოცნება ტრანსფორმაციას გადის რესპუბლიკური პარტიისა და ალასანიას პარტიის ოცნებაში იმის შესახებ, რომ როგორმე მოხვდეს პარლამენტში. „რვიანის“ ფორმატში არა მხოლოდ საუბარი იყო დეპუტატების რაოდენობის გაზრდის შესახებ, არამედ კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც ჰქონდა ადგილი. 2011 წლის მაისში „ეროვნული მოძრაობისთვის“ წარმოდგენილი წინადადებათა პაკეტი სწორედ „გერმანული მოდელის“ შექმნას გულისხმობდა, რაც, თავის მხრივ, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას ნიშნავდა. როგორც ჩანს, მათ არ შეუძლიათ იმის გაანალიზება, თუ როგორი შედეგის მოცემა შეუძლია ამ გადაწყვეტილებას, ანდაც ივანიშვილის ბანაკში სერიოზული დაპირისპირებაა“, - აღნიშნა თარგამაძემ. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ასევე კომენტარი გაუკეთა გია თორთლაძის განცხადებას იმაზე, რომ ივანიშვილი კრემლის ინტერესებს ატარებს. თარგამაძის თქმით, არაფრის გამორიცხვა შეიძლება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4190.html
| |||
Posted by Drakula | 22 Dec 2011, 19:42 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.