 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| იაპონიაში ქვეყნისთვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცეს | | World News |
იაპონიის მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ესიკიხო ნოდათი სათავეში შაბათს, 24 დეკემბერს, 93.56 ტრლნ იენის (1.2 ტრლნ დოლარის) ოდენობის 2012 ფინანსური წლის რეკორდული ბიუჯეტი მოიწონა. ეს ნაბიჯი გადაიდგა ოპოზიციის მხრიდან ძლიერი ზეწოლის პირობებში, რომელიც მიწისძვრისა და ცუნამის გამო დაზარალებული იაპონიის მხარეთა სწრაფ აღდგენას მოითხოვს. ამასთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ მოსახლეობის ეკონომიკური დაცულობის გაზრდას მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში.
|
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:52 | 1 comment | ეკონომიკა | Score: 5 | Read More... |
|
| „ოქროს პერგამენტი“ ნომინაციაში წლის პოლიტიკოსი საქართველოში ირაკლი ალასანიას გადაეცა | | Georgian News |
გუშინ, 24 დეკემბერს, თბილისში კომპანია „ბაგრატიონის“ დარბაზში ყოველწლიურ პრემია „ოქროს პერგამენტის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ნომინაციაში „წლის პოლიტიკოსი“ ჯილდო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას გადაეცა, იტყობინება “GHN“. „ოქროს პერგამენტი - 2011“-ის ლაურეატები შემდეგ ნომინაციებში დასახელდნენ: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვნების მოღვაწე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია და „ოქროს ლაურეატის“ საპატიო ლაურეატი.
|
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:50 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... |
|
|