აშშ-ში მომხდარი მიწისძვირის შედეგად ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლს ბზარი გაუჩნდა | World News | ||
აშშ-ში აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი - ვაშინგტონის ცენტრში არსებული 169 მ სიგრძის სვეტი. როგორც იტყობინება Associated Press აშშ-ს ეროვნული პარკის ინჟინერებმა სვეტზე ბზარები იპოვნეს. | |||
Posted by Legatuss | 24 Aug 2011, 19:56 | comments | გარემო | Score: 0 | Read More... | |||
რაში სჭირდება რუსეთს ცხინვალში პროვოკაციის მოწყობა? | Georgian News | ||
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს, ცხვინვალის მიმართულებით, პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. ალბათ ქართული მხარე ლტოლვილებს აგროვებს, რომლებმაც "მშვიდობიანი მარში" უნდა გაიარონ ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრირებულ საზღვარზე და შეიჭრან მის ტერიტორიაზე. | |||
Posted by consul | 23 Aug 2011, 18:09 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
ლიბიელმა მეამბოხეებმა ტრიპოლზე კონტროლი დაკარგეს | World News | ||
ლიბიელმა მეამბოხეებმა ტრიპოლზე კონტროლი დაკარგეს. ВВС–ის ინფორმაციის თანახმად, ამ მომენტისათვის მათ ქალაქი უკვე დატოვეს. | |||
Posted by consul | 23 Aug 2011, 18:08 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
ბაღის ახალი გადასახადები სასამართლოში გასაჩივრდება | Georgian News | ||
თბილისის მუნიციპაური ბაღების ახალი გადასახადები სასამართლოში იქნება გასაჩივრებული. როგორც დღეს, პრესს–კონფერენციაზე, "ეროვნული საბჭოს" იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა როინი ხიჯაკაძემ განაცხადა, ახალი გადასახადები უკანონოა და ისინი გასაჩივრებული იქნება სასამართლოში. | |||
Posted by consul | 23 Aug 2011, 18:08 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
საქართველო ლიბიის გარდამავალ ხელისუფლებას მხარს უჭერს | Georgian News | ||
საქართველო ლიბიელი ხალხის თავისუფლებისკენ მისწრაფებასა და ბრძოლას მიესალმება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. " სასიხარულოა, რომ დიქტატორ კადაფის მრავალწლიანი მართვის პერიოდი ძალინ მალე დასრულდება და ლიბიელ ხალხს ისევ ექნება შესაძლებლობა დაიცვას თავისი უფლებები და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით თავისი თავისუფალი ნება გამოხატოს"– ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. | |||
Posted by consul | 23 Aug 2011, 18:07 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
საქართველოში ბენზინზე ფასების კლება დაიწყო | Business & Economics | ||
დღეს, საქართველოში ბენზინზე ფასების კლება დაიწყო. პირველ ეტაპზე, საცალო ქსელში, ბენზინის ფასმა 5 თეთრით მოიკლო. | |||
Posted by consul | 23 Aug 2011, 18:06 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
ელჩი: აშშ მომავალშიც ითანამშრომლებს საქართველოსთან სხვადასხვა სფეროებში | Business & Economics | ||
სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სერვის-ცენტრში ათი ამერიკული კომბაინი შემოიტანეს. თანამედროვე ტექნიკის პრეზენტაცია დღეს, 23 აგვისტოს, ორხევში ჩატარდა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დაესწრნენ. | |||
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 18:05 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
„გარდიანი“: ქართველებს ყველაზე ახალგაზრდა პატარძლები ჰყავს | Georgian News | ||
გაზეთ „გარდიანმა“ გამოაქვეყნა შედეგები გამოკვლევებისა, რომლებიც 18 წლამდე ასაკში გოგონების გათხოვებას ეხებოდა. აღნიშნულ გამოკვლევაში საქართველო პირველ ადგილზეა, ხოლო მეორეზე თურქეთი. | |||
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 18:05 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
გერმანიაში ღილაკი “Like“ უკანონოდ აღიარეს | World News | ||
ღილაკი „Like“, რომელიც Facebook-ის მომხმარებლებს სოციალურ ქსელში თავის ექაუნთზე შეუსვლელად კონტენტის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, გერმანიის კანონმდებლობას არღვევს. როგორც The Local იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა პრივატულობის დაცვის დამოუკიდებელი ცენტრის ხელმძღვანელმა ტილო ვაიხერტმა. | |||
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 18:04 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... | |||
შევარდნაძეს სსსრ და პუტინი ენატრება | Georgian News | ||
საქართველოს სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ედუარდ შევარდნაძე მიიჩნევს, რომ მის შემცვლელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის, თავის გუნდთან ერთად, ქვეყანა განადგურებამდე მიჰყავს. "ძალიან ვწუხვარ და განვიცდი, რომ ჩემი გადადგომის შემდეგ ხელისუფლებაში მოვინდენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც საქართველოს განადგურების კურსი აიღეს"–ამის შესახებ შევარდნაძემ გამომცემლობა "ასავალ–დასავალისთვის" მიცემულ ინტრევიუში განაცხადა. | |||
Posted by consul | 23 Aug 2011, 18:02 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||