მეცნიერება-ტექნოლოგიები: გერმანიაში ღილაკი “Like“ უკანონოდ აღიარეს | World News | ||
ღილაკი „Like“, რომელიც Facebook-ის მომხმარებლებს სოციალურ ქსელში თავის ექაუნთზე შეუსვლელად კონტენტის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, გერმანიის კანონმდებლობას არღვევს. როგორც The Local იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა პრივატულობის დაცვის დამოუკიდებელი ცენტრის ხელმძღვანელმა ტილო ვაიხერტმა. ვაიხერტმა განაცხადა, რომ როდესაც საიტზე განთავსებულია ღილაკი “Like“, მონაცემები სტუმრებზე, მათ გადასვლებსა და სესიის ხანგრძლივობაზე გადაეცემა სერვერებს აშშ-ში, იმ შეთხვევაშიც კი, თუ სტუმარი სოციალურ ქსელ Facebook-ში დარეგისტრირებული არ არის. ეს როგორც გერმანიის კანონმდებლობას, ისე ევროკავშირის იურიდიულ ნორმებს ეწინააღმდეგება. როგორც ცენტრის ექსპერტებმა ჩათვალეს, Facebook ინფორმაციას რეკლამის ტარგეტირებისთვის, ასევე მომხმარებელთა აქტიურობაზე მონაცემების შეგროვებისთვის იყენებს. სპეციალისტთა დასკვნასთან დაკავშირებით ტილო ვაიხერტმა შლეზვიგ-გოლშტეინის მიწის ტერიტორიაზე მდებარე ყველა კომპანიას მოუწოდა საკუთარი საიტებიდან სექტემბრის ბოლომდე ღილაკი “Like“-ის მოშორებისკენ. მათ, ვინც ამ მოთხოვნას დააიგნორებს, ემუქრებათ 50 ათასამდე ევროს ოდენობის ჯარიმა. როგორც DW-WORLDაზუსტებს, ასეთივე სასჯელი შეიძლება გამოყენებულ იქნას მათ მიმართ, ვინც სოციალურ ქსელ Facebook-ში თაყვანისმცემელთა გვერდის შენარჩუნებას გააგრძელებს. მანამდე გერმანიის კანონმდებლობის შეუსაბამოდ უკვე აღიარებულ იქნა Facebook-ში ჩატვირთულ ფოტოსურათებზე მომხმარებელთა სახეების ამოცნობის სისტემა. ეს აიხსნა იმით, რომ ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს არალიცენზირებულ შეგროვებას ისეთი ბიომეტრიული ინფორმაციისა, როგორიცაა მანძილი თვალებს შორის ან სახის ფორმა. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3217.html
| |||
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 18:04 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.