პოლიტიკა: შევარდნაძეს სსსრ და პუტინი ენატრება | Georgian News | ||
საქართველოს სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ედუარდ შევარდნაძე მიიჩნევს, რომ მის შემცვლელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის, თავის გუნდთან ერთად, ქვეყანა განადგურებამდე მიჰყავს. "ძალიან ვწუხვარ და განვიცდი, რომ ჩემი გადადგომის შემდეგ ხელისუფლებაში მოვინდენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც საქართველოს განადგურების კურსი აიღეს"–ამის შესახებ შევარდნაძემ გამომცემლობა "ასავალ–დასავალისთვის" მიცემულ ინტრევიუში განაცხადა. "ძალიან ბევრ არასწორ ნაბიჯებს დგამს ეს ხელისუფლება"–განაცხადა მან. მანამდე შევარდნაძე აღნიშნავდა, რომ საქართველოს შეუძლია თავისი პრობლემების რეგულირება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შემთხვევაში. "თუ საქართველო შეძლებს რუსეთთან ურთიერთობების რეგულირებას, მაშინ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ნორმალურად განვითარდება, თუ ვერ შეძლებს–მაშინ საქართველო განწირული იქნება მოუგვარებელი პრობლემებისთვის."–განაცხადა მან. შევარდნაძის შეხედულებით, დასავლეთი არ დაიწყებს საქართველოს დაცვას მოსკოვთან კამათისას და ჩვენ თვითონ გავიფუჭებთ ურთიერთობას რუსეთთან. "ამიტომაც, საქართველომ უნდა მოძებნოს გზა რუსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად, რათა შექმნას პირობები ჩვენი ქვეყნაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად,"–დარწმუნებულია შევარდნაძე. შევარდნაძემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან კარგი კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამასთან ერთად, მან ისაუბრა იმის შესახებაც, რომ საქართველოსთვის მომგებიანი იქნება, თუ რუსეთის პრეზიდენტი ისევ ვლადიმერ პუტინი გახდება. "გაიხსენეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ სწორედ პუტინმა მიიღო ქართველო ოპოზიციონერები, არ გამოვრიცხავ იმას, რომ მან სააკაშვილთანაც აწარმოოს მოლაპარაკებები,"–განაცხადა საქართველოს ექს–პრეზიდენტმა. იგი ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ პუტინი საკმაოდ ლოიალურად ეყპრობა საქართველოს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3216.html
| |||
Posted by consul | 23 Aug 2011, 18:02 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.