ეკონომიკა: ელჩი: აშშ მომავალშიც ითანამშრომლებს საქართველოსთან სხვადასხვა სფეროებში | Business & Economics | ||
სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სერვის-ცენტრში ათი ამერიკული კომბაინი შემოიტანეს. თანამედროვე ტექნიკის პრეზენტაცია დღეს, 23 აგვისტოს, ორხევში ჩატარდა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დაესწრნენ. როგორც კვეზერელმა აღნიშნა, თანამედროვე ტექნიკა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს შორის გადანაწილდება და შემოდგომაზე მოსახლეობა მათ გამოყენებას მოსავლის აღებამდე შეძლებს. მისი თქმით, ეს ამერიკული წარმოების, 300 ცხენის ძალის სიმძლავრის უნივერსალური კომბაინები საშუალებას იძლევა, მოსავალი მინიმალური დანაკარგებით იქნას აღებული. მოცემული კომბანიები აშშ-ის მთავრობის საჩუქარია. „ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ აშშ-სთან მოცემული მიმართულებით თანამშრომლობისა და ფერმერთა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვის გაგრძელებას, რაც ჩვენი ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მინისტრმა. ელჩმა პროექტს ქართული და ამერიკული ერების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი უწოდა. „საქართველოს წარმატება მის ეკონომიკურ წარმატებაზეა დამოკიდებული, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარებაც უწყობს ხელს. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას და მზად ვართ, საქართველოს გვერდში დავუდგეთ“, - აღნიშნა მან. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3219.html
| |||
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 18:05 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.