საჯარო სკოლებში ქართული ცეკვების გაკვეთილების პილოტირება დაიწყო | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე #64 თბილისის საჯარო სკოლაში ქართული ცეკვების პირველი გაკვეთილის მსვლელობას გაეცნო. ქართული ცეკვების გაკვეთილების პილოტირება 2011 წლის იანვრიდან დაიწყო დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლაში, ხოლო 2011-2012 სასწავლო წლიდან სავალდებულო დისციპლინის სახით შევა საქართველოს ყველა სკოლაში, მეოთხე კლასებში. ქართული ცეკვების საგნობრივი პროგრამა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. ექსპერტთა სამუშაოს კოორდინაცია უწევდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრის მუსიკის ექსპერტი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან თაყაიშვილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_997.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 იან. 2011, 13:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.