ხელისუფლება ბიზნეც-ომგუნცმენის ფუნქციების გაფართოებას აპირებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღევანდელ თათბირზე ბიზნეს-ომგუცმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე ისაუბრა. როგორც გილაურმა განაცხადა, პირველი იანვრიდან ძალაში შევა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს ბიზნეს-ომგუცმენის ინსტიტუტის შექმნას. მისი თქმით, ხელისუფლება აპირებს ბინზნეს-ომგუცმენის ფუნქციების გაფართოებას კერძო მეწარმეების ინტერესების დაცვის გასაუმჯობესებლად. პრემიერმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქმინ წრეებთან შეხვედრას აპირებს. " არ არის გამორიცხული, რომ ახალ საგადასახადო კოდექსში უზუსტობა იყოს, ამიტომ ბიზნეს წრეებს მოვუწოდებ მსგავსი უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ვიმოქმედოთ ერთად მისი აღმოფხვრისათვის"-განაცხადა პრემიერმა. ბიზნეს-ომგუცმენის თანამდებობაზე განიხილება სამი კანდიდანტი-სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია და პრემიერ-მინისტრის ყოფილი თანაშემწე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გიორგი პერტია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_993.html
| |||
განათავსა - Legatuss | 26 იან. 2011, 17:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.