ფრანგული Intercycles ბათუმში საზოგადოებრივ ველოსისტემას აამოქმედებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საჯარო ველოსისტემის ამოქმედებას ბათუმში განახორციელებს ფრანგული კომპანია Intercycles. ხელშეკრულებას ქალაქის ხელისუფლება დადებს ერთი თვის ვადაში. კომპანიის წარმომადგენელი რამოდენიმე დღის წინ ბათუმში იმყოფებოდა და კონტრაქტის დეტალებზე ბათუმის მერიას შეუთანხმდა, და ამ მომენტში მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება. უკვე ცნობილია, რომ ველოსისტემის მონაკვეთი გადაიჭიმება სოფელ თამარიდან ქალაქის ბულვარამდე. ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაიქირავოს ველოსიპედი და გაისეირნოს ქალაქში სპეციალური მიმართულებით. პირველ ეტაპზე ამ მარშუტზე აშენდება 10 ტერმინალი,რომლის განკარგულებაშიც იქნება 120 ველოსიპედი. პროექტის ღირებულება წარმოადგენს დაახლოებით 200 ათას ევროს. მისი მიზანია- ჯამრთელი ცხოვრების პოპულარიზაცია, სატრანსფორტო მოძრაობის განტვირთვა და გარემოს გაჯანსაღება. ველოტრასის მშენებლობა უკვე დაიწყო და დასრულდება 2011 წლის ტურისტული სეზონისათვის. როგორც აჭარის ტურისტული კომპანია იუწყება, ეს სისტემა-პირველია როგორც საქართველოში და ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის შეიტანს მრავალფეროვნებას ტურიზმში. ამ დროისათვის ქალაქში მიმდინარეობს ველოსიპედის გზების მონახაზის გაკეთება. ის გადაიჭიმება მახინჯაურიდან კვარიათამდე (30კმ), ხოლო მეორე ეტაპზე- კიდევ 40 კილომეტრზე,მათ შორის ქალაქის ძველ ნაწილში. მომავალში ველოსისტემა გადაიჭიმება ბულვარის ბოლომდე. ველოსისტემით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს.მთელ ტრასაზე იმუშავებს რამოდენიმე დასაქირავებელი პუნქტი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_991.html
| |||
განათავსა - Legatuss | 26 იან. 2011, 16:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.