საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს „რენოსთან“ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია „რენოსთან“ იმაზე, რომ ავტომობილთა აწყობა, რომლებსაც ქართული მხარე შეიძენს, საქართველოში მოხდეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, მთავრობა ამუშავებს ქვეყანაში ელექტრომობილთა აწყობის ხუთწლიან პროგრამას. „ჩვენ ბევრად უფრო იაფი დაგვიჯდება ელექტრომობილების გამოყენება. ჩვენ გვსურს მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, ამიტომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ „რენოსთან“ და სხვა კომპანიებთან. ჩვენ მათ ვთავაზობთ ჩვენ მიერ შესყიდული ავტომობილების საქართველოში აწყობას. ამჟამად მთავრობა ხუთწლიან პროგრამას ამუშავებს, მათ შორის პროექტ „მწვანე საქართველოს“, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში ელექტრომობილთა შემოტანა მოხდება“, - თქვა მინისტრმა. მისი თქმით, 2011 წელს საქართველო 1000 ელექტრომობილს შეისყიდის. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_987.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 იან. 2011, 14:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.