ნათელაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა | საქართველოს ამბები | ||
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, ფილიპ დიმიტროვს შეხვდა. როგორც ნათელაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ახალ ელჩს პირდაპირ უთხრეს იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკომისია, სამწუხაროდ, ლობირებს მიხეილ სააკაშვილს, და მისი წინამორბედი ამ ლობიზმის აქტიური მიმდევარი იყო. „ვიმედოვნებ, ახალი ელჩის მოსვლასთან ერთად ეს დასრულდება და ეს იქნება საქართველოში წარმომადგენლობა, და არა სააკაშვილთან აკრედიტირებული ორგანო. ამას გარდა, ჩვენ ვთხოვეთ ევროკომისიის წარმომადგენელს შეემოწმებინა, რაზე მოხმარდა მილიარდიანი კრედიტები და გრანტები, რომლებიც სააკაშვილის დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მიითვისა, და რომლებიც ხალხისა და ქვეყნისთვის იყო გათვლილი“, - განაცხადა ნათელაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_985.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 იან. 2011, 14:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.