ევროპაში ქართულ ბაყაყებზე ბუმია | საქართველოს ამბები | ||
ევროპაში ქართულ ბაყაყებზე დიდი ინტერესი შეინიშნება,მაგრამ თავად საქართველოში ბაყაყების გამოყენება საკმაოდ დაბალია. საქართველოს სტატისტიკური მომსახურების ინფორმაციის თანახმად, 2010 წელს, საქართველოში შემოტანილი იქნა 100 კილო ბაყაყის ფეხი, რომელიც შეესაბამება 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.საინტერესოა, რომ ეს ხდება იმის ფონზე, რომ ტურისტების რაოდენობამ საქართველოში მოიმატა 36 პროცენტით. საქსტატის ცნობით, ბაყაყებზე ფასებმა 2009 წლიდან მოიმატა. თუ მანამდე 1 კილოგრამი 8 დოლარი ღირდა, ახლა 1 კილოგრამი ბაყაყის ფეხი 20 დოლარი ღირს. ამ ფონზე, ბაყაყის კიდურების სიგრძე საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, 2010 წელს, შემოტანილი იქნა 1100 კილოგრამი ბაყაყი,მაშინ როგორც 2009 წლში ექსპორტირებული იქნა 4175 კილოგრამი ცოხალი ბაყაყი. სამინისტრო აღნიშნავს , რომ ბაყაყის კიდურების ექსპორტი საკმაოდ მომგებიანია ქვეყნისთვის. მონაცემების თანახმად,2009 წელს შემოტანილი იქნა სულ 250250 ბაყაყი, რომელმაც შეადგინა სულ 14 612 დოლარი. ერთი ბაყაყის ღირებულება შეადგინა 0.5 დოლარს. გურმანების შეფასების მიხედვით, ქართული ბაყაყები განსხვავდებიან ხორცის განსაკუთრებული გემოთი,ამიტომაც ექსპორტის დონე გაიზარდა როგორც საფრანგეთში, ისე შეერთებულ შტატებში,ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_984.html
| |||
განათავსა - Legatuss | 26 იან. 2011, 14:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.