ფილიპინებზე ჩინელ ბიზნესმენს თავს დაესხნენ | მსოფლიოს ამბები | ||
9 ნოემბერს ფილიპინურმა პოლიციამ განაცხადა, რომ 8 ნოემბერს საღამოს უცნობი შეიარაღებული პირები გაძარცვის მიზნით თავს დაესხნენ ჩინელ ბიზნესმენს. შემთხვევა ფილიპინების სამხრეთით მდებარე ქალაქ ტაგუმში (ჩრდილოეთ დავაოს პროვინცია) მოხდა. ბიზნესმენმა მძიმე ჭრილობები მიიღო. დამნაშავეებმა ასევე მოტოციკლეტი-ტაქსის ფილიპინელი მძღოლი მოკლეს. ტაგუმას პოლიციის წარმომადგენელმა ჯუსეპე ჰერალდმა სატელეფონო ინტერვიუში სინჰუას საკორესპონდენტო სააგენტოს აცნობა, რომ 35 წლის ჩინელმა, გვარად ჰუანი, რამდენიმე ცეცლხსასროლი ჭრილობა მიიღო და ჰოსპიტალიზებული იქნა. ჯ. ჰერალდის თქმით, ინციდენტს ადგილი ჰქონდა ორშაბათს დაახლოებით 20:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით. ჩინელი ბიზნესმენი და მისი მეუღლე სამბორბლიანი მოტოციკლეტი-ტაქსით სამსახურის მერე სახლში ბრუნდებოდნენ. მოულოდნელად მათ მოტოციკლეტზე უცნობი შეიარაღებული პირები დაეწიეს. „თავიდან ეჭვმიტანილებმა მძღოლს ესროლეს, შემდეგ კი ჩინელ მამაკაცს პორტფელი გამოსტაცეს. არ აღმოაჩინეს რა მასში არც ნაღდი ფული, არც ფასეული ნივთები, მათ ბიზნესმენს სროლა დაუწყეს და დანაშაულის ადგილიდან გაუჩინარდნენ“, - თქვა მან. დაწყებულია გამოძიება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_98.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2010, 14:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.