სპორტის სამინისტრო გლდანში ოლიმპიური რეზერვების ცენტრის რეაბილიტაციას გეგმავს | საქართველოს ამბები | ||
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეების მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, თავის მოადგილეებთან დავით ნამგაუალრთან და გია გალდავასთან ერთად, დაათვალიერა გლდანში განლაგებული ოლიმპიური რეზერვების ცენტრი, რომლის რეაბილიტაციაც უახლოეს მომავალში დაიწყება. ცენტრი გაფართოვდება და მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია. ამას გარდა, შეიქმნება თანამედროვე სამედიცინო ცენტრიც. „მოცემული ბაზა თბილისში ერთ-ერთი უმსხვილესია და ჩვენი სპორტსმენებისათვის დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია. ამისათვის აუცილებელია სრული რეაბილიტაცია, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება 300-მდე ბავშვის მიღება. ასევე შესაძლებელი გახდება ბავშვების რეგიონებიდან ჩამოყვანა და ბაზაზე მათი დასახლება“, - აღნიშნა ვარძელაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_978.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 იან. 2011, 13:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.