გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა განხილული იქნება გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სამუშაო ჯგუფის მეათე სესიაზე, რომელიც გუშინ ჟენევაში გაეროს ევროპის განყოფილებაში გაიხსნა, იტყობინება გაეროს ოფიციალური საიტი. 4 თებერვლამდე პერიოდში სამუშაო ჯგუფის წევრები ადამიანის უფლებების სფეროში მდგომარეობას , საქართველოს გარდა, შეაფასებენ მსოფლიოს კიდევ 15 ქვეყანაში: ნაურუში, რუანდაში, ნეპალში, ომანში, სენტ-ლუსიაში, ავსტრიაში, მიანმარში, ავსტრალიაში, ნამიბიაში, ნიგერში, მოზამბიკში, ესტონეთში, პარაგვაიში, სენტ-კიტსსა და ნევისში, სან-ტომე და პრინსიპში. „სამუშაო ჯგუფი განიხილავს, როგორ იცავენ ეს სახელმწიფოები ადამიანის უფლებებს. იგი გაანალიზებს მიღწევებსა და წარუმატებლობებს სამართალდამცავ სფეროში და თავის რეკომენდაციებს გამოიტანს“, - ნათქვამია შეტყობინებაში. პერიოდული დათვალიერების მექანიზმი ერთ-ერთი ინოვაციაა საბჭოს მუშაობაში, რომელმაც ადამიანის უფლებების კომისია შეცვალა. დაგეგმილია, რომ 2011 წლის ბოლოსთვის საბჭო შეამოწმებს, როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს გაეროს ყველა წევრ ქვეყანაში, გამონაკლისის გარეშე. 2008-2010 წლებში ახალი მექანიზმი უკვე 144 სახელმწიფომ გაიარა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_977.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 იან. 2011, 13:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.