საქართველოს მოქალაქეები დომოდედოვოს აეროპორტში ტერაქტისას არ დაშავებულან | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
საქართველოს მოქალაქეები მოსკოვში დომოდედოვოს აეროპორტში ტერაქტის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ ირიცხებიან, იტყობინება „GHN“. გამოქვეყნებული სიების თანახმად, დაღუპულთა შორის არის 8 უცხოელი მოქალაქე, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან. შეგახსენებთ, რომ გუშინ დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტში მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიღუპა 35 და დაშავდა 200-მდე ადამიანი. აფეთქების ადგილას რუსმა სამართალდამცავებმა სავარაუდო ამფეთქებლის თავი აღმოაჩინეს. აფეთქების ძალა 5-10 კგ ტროტილის ეკვივალენტს შეადგენდა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_973.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 იან. 2011, 10:00 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.