აშშ საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაზე 90 მლნ დოლარს გამოუყოფს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011 წელს აშშ საქართველოს დემოკრატიის, უსაფრთხოების განვითარებასა და საგანმანათებლო პროგრამებზე 90 მლნ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ იტყობინება „ამერიკის ხმა“. 2011 წელს აშშ უკრაინას 124.4 მლნ დოლარს გამოუყოფს. ეს უმსხვილესი თანხაა იმ თანხებს შორის, რომლებსაც აშშ 2011 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს გამოუყოფს. სხვა ქვეყნები მიიღებენ შემდეგ თანხებს: რუსეთი - 68.7 მლნ დოლარი, სომხეთი - 45.2 მლნ, მოლდოვა - 22.7, ბელარუსი - 14 მლნ. 2011 წელს ყველაზე დიდი თანხები დაგეგმილია დასახმარებლად ავღანეთისთვის - 3.9 მლრდ დოლარი, პაკისტანისთვის - 3 მლრდ, ეგვიპტისთვის - 1.5 მლრდ, ერაყისთვის - 729 მლნ და იორდანიისთვის - 682 მლნ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისათვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მიერ ინიცირებული ფინანსური დახმარების საერთო სიდიდე მიმდინარე წელს 58 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით ერთი პროცენტია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_972.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 იან. 2011, 09:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.