ბაქოში ქართველი მხატვრის ნახატების გამოფენა მოეწყობა | საქართველოს ამბები | ||
აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო და აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი წარმოადგენენ ცნობილი ქართველი მხატვრის მამუკა ცეცხლაძის პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით „ქალაქები“. გამოფენა 28 იანვარს ხელოვნების მუზეუმში ჩატარდება, იტყობინება AZE.az. მამუკა ცეცხლაძეს კარგად იცნობენ აზერბაიჯანში: 90-იანი წლების შუა პერიოდიდან მისი ნამუშევრები არა ერთხელ დემონსტრირდებოდა ბაქოში. მხატვარი დაიბადა საქართველოში, ცხოვრობდა აზერბაიჯანში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ესტონეთსა და სხვა ქვეყნებში და ხატავდა ქალაქებს ისეთებად, როგორებსაც ხედავდა მათ. „კონსტანტინოპოლი“, „პარიზი“, „ვენეცია“, „ძველი ბაქო“. სულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე ნახატი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_971.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 იან. 2011, 09:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.