ქუთაისში 40 ათას აბონენტს წყალმომრაგების გრაფიკი გაუუმჯობესდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ოპერირებისა და მაგისტრალურ ქსელებზე ტექნიკური დანაკარგების აღმოფხვრის ხარჯზე, ქუთაისის 40 ათასი აბონენტისათვის წყალმომარაგების გაუმჯობესება უზრუნველყო. თუ კი ამდრომდე მოსახლეობა წყალს დღეგამოშვებით იღებდა, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, წყლის მიწოდების ყოველდღიურ რეჟიმზე გადავიდა. ფარცხანაყანებისა და ქვიტირის სათავე ნაგებობებიდან გამომავალ მაგისტრალურ ქსელებზე ლიკვიდირებულ იქნა უკანონო დაერთებები. გამრიცხველიანდა მოსახლეობა, რამაც მოხმარებული წყლის ზუსტ აღრიცხვასა და სასმელი წყლის უყაირათოდ ხარჯვის თავიდან აცილებას შეუწყო ხელი. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩვეული ტემპით ქუთაისის სხვადასხვა უბნენშიც ახორციელებს. რაც შეეხება ავტოქარხნის დასახლებაში მუნიციპალური ფონდის მიერ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, იგი წყალსადენის ქსელის სრულ განახლებასა და საბოლოო ჯამში მოსახლეობის უწყვეტ წყალმომარაგებას ითვალისწინებს. წყარო - water.gov.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_97.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 14:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.