საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 21%-ით გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2010 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე) გაიზარდა 21%-ით და 6678 მლნ დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში ექსპორტმა შეადგინა 1583 მლნ (40%-ით მეტი, ვიდრე 2009 წელს), ხოლო იმპორტმა - 5095 მლნ (17%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3512 მლნ შეადგინა (9%-ით მეტი). 2008 წელთან შედარებით, 2010 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა და იმპორტი შესაბამისად 14 და 19%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 6%-ით გაიზარდა. 2009 წელთან შედარებით სამივე მაჩვენებელი შესაბამისად 21, 17 და 40%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1736 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 13%ით მეტია, ხოლო დსთ-ის ქვეყნებთან - 2195 მლნ, რაც 31%-ით მეტია, ვიდრე 2009 წელს. 2010 წელს სავაჭრო ბრუნვამ ათ მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან 67% შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორისაა თურქეთი (1105 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (708 მლნ), უკრაინა (662 მლნ), გერმანია (362 მლნ), ჩინეთი (358 მლნ) და აშშ (354 მლნ). 2010 წელს საქართველომ სავაჭრო ურთიერთობები 138 ქვეყანასთან დაამყარა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_968.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 იან. 2011, 08:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.