ცხინვალი კვლავ წყლის გარეშეა | საქართველოს ამბები | ||
ოკუპირებული ცხინვალი კვლავ წყლის გარეშე რჩება. სუსხის შედეგად წყობიდან გამოვიდა ედისი-ცხინვალის წყალსადენის ერთ-ერთი ნაწილი. მარიონეტული რეჟიმის ენერგორესურსების მმართველობის ხელმძღვანელის სოსლან სოსკიევის თქმით, შესაბამისი სამსახურების მიერ ტარდება წარმოშობილი პრობლემების აღმომფხვრელი სამუშაოები და დღე-ღამის განმავლობაში წყალმომარაგება მთელ რეგიონში აღდგება. ქალაქში წყლის მიწოდება ახლომდებარე ტერიტორიებიდან სპეციალური ავტომანქანებით წარმოებს. აღვნიშნავთ, რომ ქალაქ ცხინვალის წყლით მომარაგება ყოველთვის რეჟიმის სუსტ წერტილს წარმოადგენდა. ცხინვალში წყალი ნორმალურად საბჭოთა დროშიც კი არ მიეწოდებოდა. ადრე ცხინვალის ხელისუფლებები ყველა პრობლემაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდნენ. ახლა ვერავის ადანაშაულებენ. არც რუსეთის მიერ გამოყოფილი მილიონები შველის. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_965.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 იან. 2011, 16:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.