ათი წლის გოგონამ ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა | მსოფლიოს ამბები | ||
კანადელმა გოგონამ, 10 წლის კეტრინ ავრორა გრეიმ, ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა. სამეფო ასტრონომიულმა საზოადოებამ აღმოჩენა უკვე დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას "რეგნუმი" ავრცელებს. გოგონამ ვარკვლავი ახალი, 2011 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე აღმოაჩინა. ციურ სხეულს "სუპერნოვა 2010 ლტ" დაარქვეს. იგი მდებარეობს გალაქტიკა UGG 3378-ში, რომელიც დედამიწიდან 240 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული. გოგონამ აქამდე უცნობი ვარსკვლავი აღმოაჩინა კოსმოსის ფოტოების თვალიერებისას, რომლებიც მამამისს, მოყვარულ ასტრონომ პოლ გრეის ობსერვატორიიდან გაუგზავნეს. მეცნიერთა განმარტებით, ასეთი ვარსკვლავების აღმოჩენა ხდება ცის სურათის შედარებით ადრე გადაღებულ ფოტოებთან. მათი განმარტებით, "სუპერნოვა" არის ვარსკვლავი, რომელიც უცებ ინთება და ევოლუციას კატასტროფული აფეთქბით ასრულებს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_950.html
| |||
განათავსა - Legatuss | 04 იან. 2011, 20:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.